Сообщения

Сообщения за июнь, 2017

მეცხრე დღე

ტრენინგის დასასრული, ძალიან ნაყოფიერი და დამქანცველი შრომის შემდეგ ველოდები კრედიტ-ქულებს, თუმცა  ყოველდღიური ახალი გადაწყვეტილებების მიღებით,რაც განათლების სამინისტრიდან მოდის,ნაკლებად საიმედოა იმედიანად ვიყოთ საქარ\თველოს სკოლების პედაგოგები. პროექტის პორტფოლიო გავაზიარე ბლოგზე. მინდა ჩვენი ტრენერის ლილი ზოიძის მიმართ გამოვხატო მადლიერება ჩვენთან ერთად გატარებული ამ პერიოდში გვერდშიგომისათვის.

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე, იმ ზღვა მასალის შეკვრა და კორექტირებამ საკმაოდ დიდი ძალა მოითხოვა, შევისწავლე PowerPoint პროგრამაში შექმნილი პრეზენტაციის გაფორმება,ბმულის შექმნა, პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ბლოგზე . ობიექტის ჩასმა.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება ვისწავლეთ,ავტვირთეთ ფაილები დისკზე და გავაზიარეთ. გავეცანით სხვადასხვა შეფასების ჩეკლისტებს, შევავსეთ მათი ნაწილი, ნაწილის შევსება კი საშინაოდ დაგვევალა, არის საინტერესო, საკმაოდ შრომატევადი, ტრენერი ასწრებს ყველა ჩვენთაგანის ყურადღებას და დახმარებას, ზოგჯერ გვაქვს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა. მეც მთლიანად ვიხარჯები,ვცდილობ ეს ზღვა მასალა დავიმახსოვრო და გამოვიყენო. მინდა ქალბატონ ლილი ზოიძეს ვუსურვო ჯანმრთელობა და გამძლეობა.