ტრენინგი საინტერესო იყო, პროექტები სასწავლო პროცესში დიდ როლს თამაშობს. ტრენინგის გავლის შემდეგ იმედი მაქვს,უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტი. ქალბატონი ლილის გულისხმიერი დახმარებით ,რაც მის ხასიათში ნამდვილად არის, იმედია პრობლემებს აღმოვფხვრი მუშაობის პროცეში. პროექტის ბუკლეტი ავტვირთე ბლოგზე.
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება ვისწავლეთ,ავტვირთეთ ფაილები დისკზე და გავაზიარეთ. გავეცანით სხვადასხვა შეფასების ჩეკლისტებს, შევავსეთ მათი ნაწილი, ნაწილის შევსება კი საშინაოდ დაგვევალა, არის საინტერესო, საკმაოდ შრომატევადი, ტრენერი ასწრებს ყველა ჩვენთაგანის ყურადღებას და დახმარებას, ზოგჯერ გვაქვს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა. მეც მთლიანად ვიხარჯები,ვცდილობ ეს ზღვა მასალა დავიმახსოვრო და გამოვიყენო. მინდა ქალბატონ ლილი ზოიძეს ვუსურვო ჯანმრთელობა და გამძლეობა.
Комментарии
Отправить комментарий